четверг, 12 июля 2018 г.

დღე მეცხრე

განვიხილეთ მოდული N8, დავათვალიერე ჩემი პორტფოლიო, ყველა ფაილი გადავამოწმე, დავალაგე დოკუმენტები. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სასწავლო პროექტს, შევიტანე საბოლოო ცვლილებები.
ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე  დრაივზე ავტვირთე და ლინკის სახით ჩავაშენე ჩემი პორტფოლიო, მივეცი გამოქვეყნება და წვდომა ყველასათვის.
შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიო.

вторник, 10 июля 2018 г.

დღე მერვე

მერვე დღეს ვიმუშავეთ მოდული N7-ზე. გავეცანით ფასილიტაციას, დავიყავით ჯგუფებად  და გავაკეთეთ დავალება, გავაკეთეთ პრეზენტაცია, ჯგუფებს გავუკეთეთ უკუკავშირი.
გავეცანი შექმნილ ფასილიტაციის შაბლონებს, შევქმენი ჩემი პროექტის ფასილიტაციის შაბლონი და შევინახე კურსის რესურსებში.  

воскресенье, 8 июля 2018 г.

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების განხილვით. დავწყვილდით და ერთმანეთის ნაშრომები შევაფასეთ, გავაკეთეთ უკუკავშირი.
 ვიმუშავეთ მოდული N6-ში. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. ვისწავლე, რომ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია, ასევე მოსწავლის თვითრეგულირების უნარების განვითარება.
ჩემი პროექტის შაბლონში ჩავწერე ის აქტივობები, რომელიც დამეხმარება სსსმ მოსწავლის პროექტში ჩართვაში, ასევე ჩავწერე არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეების პროექტში ჩართვის აქტივობებიც.
მოვამზადე  სსსმ მოსწავლის  ნაშრომის შაბლონი, გამოვიყენე ინტერნეტი და გამზადებული ნიმუში შევინახე მოსწავლის ნაშრომის საქაღალდეში.

суббота, 7 июля 2018 г.

დღე მეექვსე

  ვიმუშავე მოდული N5-ში მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებში. მოვახდინე უკუკავშირი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. რესურსების ჯგუფში ვნახეთ შეფასების რუბრიკები, ავირჩიე ჩემი პროექტისათვის საჭირო მოსწავლის ნაშრომის შაბლონი; ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციები აჭარელ გმირებზე, ასევე ფოტოები, საინტერესო გამონათქვამები, ლექსები და ჩავწერე მოსწავლის ნიმუშში. დავასრულე მოსწავლის ბროშურაზე მუშაობა და შევინახე მოსწავლის ნიმუშის ფაილში.
   საავტორო უფლებების ფაილში შევინახე ბროშირის შექმნის დროს გამოყენებული ლიტერატურა.
   შევქმენი მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკები და შევინახე შეფასების ფაილში.
    ვიმუშავე ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში და დავიწყე წერა პროექტის მსვლელობისა, რომელიც დასასრულებელია.

четверг, 5 июля 2018 г.

დღე მეხუთე

    დღეს ვისწავლე საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაციაში სასწავლო მეთოდებისა და პროექტის მომზადების გეგმის შეტანა. ასევე გავაკეთე პრეზენტაცია ლინკად, ვისწავლე  სლაიდების ზომების შემცირება ან გაზრდა, სლაიდების გადასვლა და გამოქვეყნება. ვიმუშავეთ წყვილებში და მეწყვილის პრეზენტაციას გავუკეთე კომენტარი, მივეცი რჩევა და დავუსვი კითხვები.  ვიმუშავე მოსწავლის პროდუქტის შექმნისა და შეფასების გაკეთებაზე.
              დღე ნაყოფიერი და დატვირთული იყო.

სასწავლო პროექტების პრეზენტაცია


воскресенье, 1 июля 2018 г.

დღე მეოთხე



ჩემთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვისწავლე სასწავლო პროექტისათვის  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. ვისწავლე შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება; მეთოდებისა და ინსტრუმენტების გარჩევა-განსხვავება; PowerPoint-ში მუშაობა და შევქმენი ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. შექმნილი პროდუქტი შევინახე დისკზე.

ჩემი პრეზენტაციის მისამართია:

შევქმენი  სასწავლო პროექტის პრეზენტაცია 

суббота, 30 июня 2018 г.

დღე მესამე

      ტრენინგის მესამე დღეს სასწავლო გეგმის შაბლონში შევიტანე ჩემი სასწავლო პროექტის შესაბამისი საგნის სტანდარტი. ასევე მივუთითე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც ჩემს პროექტს მიესადაგება. ჩამოვტვირთე  განახლებული ბლუმის ტაქსონომია და შევინახე სასწავლო პროექტის დამხმარე ფაილში. 
     ვისწავლე  საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი  კითხვების დასმა. წყვილებში გავაკეთეთ სავარჯიშო.

воскресенье, 24 июня 2018 г.

დღე პირველი - დღე მეორე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი და ვისწავლე viewer-ის სახელმძღვანელოს გამოყენება,  საქაღალდეს შექმნა, დასათაურება და შენახვა. გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, განვიხილე სასწავლო პროექტის მნიშვნელობა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,  ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით; ვისწავლე პორტფოლიოს ჩეკლისტი, ჩამოვტვირთე და შევინახე სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონი. შევქმენი ბლოგი, დავასათაურე და ვისწავლე ბლოგზე მუშაობა.


ტრენინგის მეორე დღეს მოვახდინე სასწავლო პროექტების იდეების გენერირება, შევარჩიე ერთ-ერთი სასწავლო პროექტი, დავასათაურე, დავწერე მოკლე შინაარსი, განვსაზღვრე საფეხური, კლასი და ინტეგრირება სხვა საგანთან. სასწავლო გეგმის შაბლონი შევინახე ჩემს საქაღალდეში. ვისწავლე პროექტისათვის საჭირო ბუკლეტის მომზადება. გადმოვიწერე ბუკლეტის შაბლონი, ვისწავლე სურათის მოძებნა ინტერნეტით და სურათის შენახვა, შენახული სურათის ჩასმა ბუკლეტის შაბლონში. ასევე ჩემს ბლოგზე ახალი პოსტის შექმნა და გამოქვეყნება.

ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და ჩემს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტს განვახორციელებ.