воскресенье, 8 июля 2018 г.

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების განხილვით. დავწყვილდით და ერთმანეთის ნაშრომები შევაფასეთ, გავაკეთეთ უკუკავშირი.
 ვიმუშავეთ მოდული N6-ში. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. ვისწავლე, რომ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია, ასევე მოსწავლის თვითრეგულირების უნარების განვითარება.
ჩემი პროექტის შაბლონში ჩავწერე ის აქტივობები, რომელიც დამეხმარება სსსმ მოსწავლის პროექტში ჩართვაში, ასევე ჩავწერე არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეების პროექტში ჩართვის აქტივობებიც.
მოვამზადე  სსსმ მოსწავლის  ნაშრომის შაბლონი, გამოვიყენე ინტერნეტი და გამზადებული ნიმუში შევინახე მოსწავლის ნაშრომის საქაღალდეში.

Комментариев нет:

Отправить комментарий