воскресенье, 24 июня 2018 г.

დღე პირველი - დღე მეორე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი და ვისწავლე viewer-ის სახელმძღვანელოს გამოყენება,  საქაღალდეს შექმნა, დასათაურება და შენახვა. გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, განვიხილე სასწავლო პროექტის მნიშვნელობა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,  ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით; ვისწავლე პორტფოლიოს ჩეკლისტი, ჩამოვტვირთე და შევინახე სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონი. შევქმენი ბლოგი, დავასათაურე და ვისწავლე ბლოგზე მუშაობა.


ტრენინგის მეორე დღეს მოვახდინე სასწავლო პროექტების იდეების გენერირება, შევარჩიე ერთ-ერთი სასწავლო პროექტი, დავასათაურე, დავწერე მოკლე შინაარსი, განვსაზღვრე საფეხური, კლასი და ინტეგრირება სხვა საგანთან. სასწავლო გეგმის შაბლონი შევინახე ჩემს საქაღალდეში. ვისწავლე პროექტისათვის საჭირო ბუკლეტის მომზადება. გადმოვიწერე ბუკლეტის შაბლონი, ვისწავლე სურათის მოძებნა ინტერნეტით და სურათის შენახვა, შენახული სურათის ჩასმა ბუკლეტის შაბლონში. ასევე ჩემს ბლოგზე ახალი პოსტის შექმნა და გამოქვეყნება.

ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და ჩემს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტს განვახორციელებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий