суббота, 7 июля 2018 г.

დღე მეექვსე

  ვიმუშავე მოდული N5-ში მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებში. მოვახდინე უკუკავშირი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. რესურსების ჯგუფში ვნახეთ შეფასების რუბრიკები, ავირჩიე ჩემი პროექტისათვის საჭირო მოსწავლის ნაშრომის შაბლონი; ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციები აჭარელ გმირებზე, ასევე ფოტოები, საინტერესო გამონათქვამები, ლექსები და ჩავწერე მოსწავლის ნიმუშში. დავასრულე მოსწავლის ბროშურაზე მუშაობა და შევინახე მოსწავლის ნიმუშის ფაილში.
   საავტორო უფლებების ფაილში შევინახე ბროშირის შექმნის დროს გამოყენებული ლიტერატურა.
   შევქმენი მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკები და შევინახე შეფასების ფაილში.
    ვიმუშავე ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში და დავიწყე წერა პროექტის მსვლელობისა, რომელიც დასასრულებელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий